About the role
სამუშაოს აღწერილობა
პოზიციის მიზანი საოპერაციო კოორდინატორის მთავარი მიზანია ფილიალში არსებული ბიზნეს გიდების საქმიანობის ეფექტური კოორდინაცია, მათი შედეგიანობის მხარდაჭერა და ბიზნეს მიმართულებით გაყიდვების პროცესის განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:
* ფილიალში არსებული ბიზნეს გიდების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; * ბიზნეს გიდების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი; * გუნდისთვის მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა; * ბიზნეს გიდების გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; * გუნდის წევრების მხარდაჭერა გაყიდვების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში ქოუჩინგი/უკუკავშირის მიწოდება; * ბიზნეს კლიენტების საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებისა და შესაბამისი საბანკო პროდუქტების შეთავაზების ხელშეწყობა; * ფილიალის ბიზნეს მიმართულების ზრდისა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა; * შესაბამის შიდა გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა; * ბიზნეს გიდებისთვის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა; * არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების ინიცირება.
კვალიფიკაცია
* გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; * მენეჯერული ან გუნდის კოორდინაციის გამოცდილება; * ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; * შედეგზე ორიენტირებული მიდგომა; * გუნდის მოტივაციისა და განვითარების უნარი; * ორგანიზებულობა და პროცესების მართვის უნარი; * ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები; * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი. * AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
პოზიციისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციები:
* ლიდერობა და გუნდის მართვა; * გაყიდვების უნარები; * კომუნიკაცია და მოლაპარაკება; * დაგეგმვა და ორგანიზება; * შედეგზე ორიენტირებულობა; * უკუკავშირის ეფექტურად მიწოდება; * ბიზნეს ხედვა და კლიენტზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
* ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline * ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report * ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 * ანონიმური წერილი * ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.