Warehouse Worker

MadArt · jobs.ge

Tbilisi, Georgia yesterday
Workplace
On-site
Location
Tbilisi, Georgia
Who can apply
Based in Georgia: you usually need the right to work there

Check your CV against this job

Free · No signup · A 0–100 ATS match score and the keywords you're missing.

Check my CV free

Free to start. Already have an account? Log in

About the role

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი - ვარკეთილი, საბურთალო სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: 1400-1800 ლარი.

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** გასაუბრება HR სპეციალისტთან; ** სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ:

** შრომისა და საქმის სიყვარულს; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსული პროდუქციის მიღება; ** კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დასაწყობება; ** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება; ** წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა; ** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებას!

Tools and guides for your application

Get matched & apply with FindAJobAI

Upload your resume once. We score every job against your profile, tailor your resume and cover letter, and autofill the application.