About the role
კომპანია "გასა" (GASA) — რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines და Air Arabia — აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე — როლზე, რომელიც მომხმარებლის მხარდაჭერასა და გაყიდვებს აერთიანებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მხარდაჭერა: შემომავალი ზარების, ჩატებისა და ელ. ფოსტის დამუშავება; მომხმარებლისთვის კონსულტაციისა და ინფორმაციის მიწოდება; ავიაბილეთებისა და ჯავშნების ცვლილება და გაუქმება; პრეტენზიების მოგვარება. ** გაყიდვები: მომხმარებლის საჭიროების გამოკვლევა, შეთავაზება, შეპასუხებებთან მუშაობა, გაყიდვის დახურვა და დამატებითი სერვისების შეთავაზება; ავიაბილეთების დაჯავშნა/გამოწერა და გაყიდული ბილეთების აღრიცხვა. ** სტანდარტების დაცვა: დისტანციური გაყიდვების ტექნიკების, სატელეფონო ეტიკეტისა და საუბრის სტრუქტურის დაცვა; ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა ** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** ჯავშნების პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აუცილებელია სწრაფად სწავლის მზადყოფნა) ** უპირატესობა მიენიჭება დისტანციური გაყიდვების, ქოლ-ცენტრის ან ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
** შედეგზე ორიენტირებულობა ** დეტალებზე ყურადღება ** კომუნიკაციისა და ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი ** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
პირობები:
** ლოკაცია: თბილისი, მერაბ კოსტავას 14 ** გრაფიკი: 5/2 (დინამიური/ცვლებში) ** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დისტანციური გაყიდვებისა და მხარდაჭერის ოპერატორი".