Paid Internship in Human Resources Management

MadArt · jobs.ge

Tbilisi, Georgia Internship yesterday
Workplace
On-site
Location
Tbilisi, Georgia
Who can apply
Based in Georgia: you usually need the right to work there

Check your CV against this job

Free · No signup · A 0–100 ATS match score and the keywords you're missing.

Check my CV free

Free to start. Already have an account? Log in

About the role

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ რეზიუმეს გამოგზავნას!

აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!

სტაჟირების ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #133 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00 სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე სტაჟირების ანაზღაურება: 1000 ლარი

უმნიშვნელოვანესია:

** აღნიშნული სფეროს მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა; ** განსაკუთრებული ყურადღება და ორგანიზებულობა საბუთებთან, ადამიანებთან და კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში; ** თვითგანვითარებაზე მუშაობის უნარი; ** ინტერესი და მონდომება საკუთარი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა; ** Excel-ის საბაზისო ტესტირება; ** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან.

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთო და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება:

** HR ადმინისტრირების პროცესში; ** კომპანიისთვის საჭირო ტალანტების შერჩევის პროცესში; ** ტრენინგების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში; ** მრავალფეროვან HR პროცესებში

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitapass-ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** პარკირების შეუფერხებლობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected]

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]

გისურვებთ წარმატებას!

About HR Manager jobs

Open jobs
1,513 open HR Manager jobs, 214 of them posted in the last 7 days. See all HR Manager jobs
Skills the job ads ask for most
  • Talent acquisition 41%
  • Employee relations 39%
  • Performance management 29%
  • Onboarding 29%
  • Employment law 28%
  • HRIS 20%

Share of the 504 newest postings for the role that name each skill. Resume keywords for HR Manager & HRBP jobs

Tools and guides for your application

Get matched & apply with FindAJobAI

Upload your resume once. We score every job against your profile, tailor your resume and cover letter, and autofill the application.